вторник, 27 октября 2009 г.

სიმეტრია-გაკვეთილის გეგმა


1. გაკვეთილის თემა ღერძული სიმეტრია
2. სწავლების საფეხური და კლასი საფეხური-საბაზო.
კლასი-VII
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლები
მათემატიკა, ისტი
ნანა წიკლაური
4. მოსწავლეთა რაოდენობა 24
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი 0
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
წრფის მიმართ სიმეტრიული წერტილებისა და ფიგურების ამოცნობას. მოცემული ფიგურებისათვის სიმეტრიის ღერძების რაოდენობის დადგენას.
წრფის მიმართ სიმეტრიული წერტილებისა და სიმეტრიული ფიგურების, ფიგურის სიმეტრიის ღერძის ცნებების ჩამოყალიბებას.
წრფის მიმართ სიმეტრიულ ფიგურათა თვისებების ჩამოყალიბებას.
რაიმე ღერძის მიმართ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგებას.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკ VII.11. ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს და იყენებს მათ ფიგურათა თვისებების დასადგენად.
გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ იბიექტებს.
ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილის, მრავალკუთხედის) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ.
უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას; იყენებს ფიგურის სიმეტრიულობას ფიგურის თვისების დასადგენად.
VII.12. იყენებს კოორდინატთა მეთოდს ორიენტაციისათვის.
ასახელებს საკორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს.
8.თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) გაკვეთილის მსვლელობა:
საორგანიზაციო საკითხები: მოსწავლეთა მომზადება გაკვეთილისათვის და მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა. (3 წთ).
გაკვეთილი ტარდება საკლასო ოთახში, სადაც არის კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი და ფოტოაპარატი.
გაკვეთილს იწყებს მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც აყალიბებს დღევანდელი გაკვეთილის თემასა და მიზანს. (2წთ).
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ ახალი გაკვეთილისათვის დასჭირდებათ მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, კოორდინატების მიხედვით წერტილის გამოსახვა ამ სისტემაში და პირიქით, მოცემული წერტილის კოორდინატების პოვნა მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში. კითხვა-პასუხით, დაფის გამოყენებით, მოხდება ზემოთ აღნიშნული საკითხების გახსენება. (5წთ).
ამის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ-შოუს, რომელზეც გამოსახულია სიმეტრიული შენობები, საგნები, ყვავილები და ფოთლები. იგი სვამს კითხვებს:
1. რით იპყრობს ეს სურათები თქვენს ყურადრებას?
2. თუ შეგიძლიათ გაავლოთ წრფეები, ისე რომ თუ სურათებს გადავკეცავთ ამ წრფეებზე, მოცემული სურათის ნაწილები ერთმანეთს შეუთავსდეს?
3. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენთვის ცნობილი საგნები ან შენობები, რომ ახასიათებდეს იგივე თვისება?
მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს ჩამოაყალიბებინოს სიმეტრიულობის ცნება, ღერძის მიმართ და უჩვენებს კიდევ ერთ სლაიდს, სადაც გამოსახულია წრფის მიმართ სიმეტრიული ორი წერტილი და მოსწავლეების დასხმარებით აყალიბებს სიმეტრიული წერტილების ცნებას.
9. შეფასება მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით, ჩართულობის კომპონენტში.
შეფასება – 5წუთი
საშინაო დავალება – 2 წუთი
10. საკლასო მენეჯმენტი.
საგანმანათლებლო რესურსები
1. კომპიუტერი
2. პროექტორი

3. ფლეშკა

4. სახელმძღვანელო
5. სამუშაო რვეული

6. დაფა, ცარცი

7. ფოტოაპარატი

მინიშნება: ამ გაკვეთილის ჩატარება (მათ შორის წინასწარ მასალის მოძიება) შეიძლება 1 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაშიც.
ინფორმაციის წყაროები:
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები:სიმეტრია
გამოყენებული ლიტერატურა:
• გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი მათემატიკა - 7 კლასი.